ბორტზე შინაური ცხოველები შესაძლოა ბარგად ჩაითვალოს. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპის სასამართლომ მიიღო, ეს ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს არ მოეთხოვებათ უფრო მაღალი კომპენსაციის გადახდა ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში.
სასამართლომ ეს საქმე მას შემდეგ განიხილა, რაც 2019 წელს ბუენოს აირესიდან ბარსელონამდე ფრენისას ძაღლი დაიკარგა და მფლობელმა ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. მგზავრი ავიაკომპანიისგან 5 ათას ევროს მოითხოვდა, ამ საქმეზე სასამართლო დავა ექვს წელს გაგრძელდა.
ევროკავშირის სასამართლოს დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ჩასხდომის დროს „ძაღლი გამოვიდა ტრანსპორტირების ყუთიდან, დაიწყო სირბილი თვითმფრინავის მახლობლად და ვეღარ დაიჭირეს“. ავიაკომპანია Iberia-მ აღიარა პასუხისმგებლობა, თუმცა არ დაეთანხმა მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობას, რადგან მიიჩნია, რომ თანხა უნდა დადგენილიყო იმ ზღვრის ფარგლებში, რომელიც ჩაბარებული ბარგისთვისაა გათვალისწინებული. ევროკავშირის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რადგან ფრენამდე ძაღლთან დაკავშირებით სპეციალური განაცხადი არ გაკეთებულა და მგზავრს დაახლოებით 1500 ევრო ეკუთვნოდა კომპენსაციის სახით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერმინი „პირები“ შეესაბამება ტერმინს „მგზავრები“, შესაბამისად, შინაური ცხოველი ვერ ჩაითვლება „მგზავრად“. ეს ნიშნავს, რომ ცხოველი შედის „ბარგის“ კატეგორიაში და მისი დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება ექვემდებარება იმავე წესებს, რომლებიც ბარგთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე ვრცელდება.


























