მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფრესკო" მთავრობას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს

5bd2e1b3b1b35
ლევან თაღიაშვილი
26.10.18 13:40
1335
ვასილ სოფრომაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ბიზნესზე ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, მას ჰქონდა შემოთავაზება ფრესკოს გაყიდვაზე და გარკვეულ ქსელში გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომელზეც უარი განაცხადა. ის აცხადებს, რომ საცალო გაყიდვები არის მილიარდიანი ბაზარი და გარკვეულ ჯგუფს სურს მისი ბოლომდე ათვისება და “ფასების დიქტატი”, როგორც ამას ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე აცხადებს.

სწორედ ამ წინადადებაზე უარის თქმის გამო, ბიზნესმენის თქმით, ხორციელდება მასზე და კომპანიაზე ზეწოლა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ საცალო გაყიდვებში არსებობს დანაკარგები, რომლის აღრიცხვა-დაფიქსირებაც უნდა მოხდეს და სწორედ ეს დაკარგული პროდუქტი იბეგრება 18%-ით დამატებითი ღირებულების გადასახადით და 15%-ით საშემოსავლო გადასახადით. ვასილ სოფრომაძე განმარტავს, რომ ამ გადასახადის გადახდა ყოველთვის დროულად ხდება და ასე მოხდა ამ ჯერზეც, თუმცა როგორც სოფრომაძე ამბობს, შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ფრესკომ ეს პროდუქცია დაურიგა საკუთარ თანამშრომლებს და ამისათვის დამატებით 20% უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ქართული წარმოების ხორცს, რომელსაც ყიდულობს კომპანია და ის არ იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით. ბიზნესმენის თქმით, შემოსავლების სამსახური ყველანაირი საბუთის გარეშე ამტკიცებს, რომ ეს არის იმპორტირებული საქონელი და ამისთვის საჭიროა დამატებით 20%-ის გადახდა. ჯამში კომპანიას დაახლოებით მილიონ ლარამდე ჯარიმა უგროვდება, რასაც ვასილ სოფრომაძე აღიქვამს როგორც მასზე განხორციელებულ ზეწოლას, რადგან ის არ დათანხმდა კომპანიის გაყიდვას. 

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მან სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი მილიონობით ქონება დაყადაღებულია. ამის მიზეზი როგორც აღმოჩნდა არის მისი პირადი ავტომობილის განბაჟების გადასახადი, 3000 ლარი, რომელიც ვასილ სოფრომაძის თქმით, 2011 წელს აქვს გადახდილი და ამის დამადასტურებელი საბუთებიც წარადგინა საჭირო უწყებებში, თუმცა პასუხად არა ყადაღის მოხსნა, არამედ 10 დღიანი ვადა მიიღო, რომ გადამოწმდეს არქივში ეს დოკუმენტები. ბიზნესმენი ამ ყველაფერს აღიქვამს, როგორც ზეწოლას, რადგან არ დათანხმდა ბიზნესის გაყიდვას. BM.GE დაუკავშირდა შემოსავლების სამსახურს და მისგან ელოდება განცხადების გაკეთებას.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები