მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფრესკოს" პასუხი - "ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მოთხოვნა, იმისთვის რომ გვქონდეს მაღალი მომსახურება"

589afba175e56
BM.GE
08.02.17 15:04
2753
კომპანია ფრესკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს. როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მარიამ აფრიდონიძე ბიზნესკონტრაქტთან განმარტავს, კომპანიაში დღეს 1000-მდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.

"სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომელზეც სახელი და გვარი არ იყო მითითებული. ისიც კი არ ვიცით, ამ ინფორმაციის გამვრცელებელი ჩვენი თანამშრომელი იყო თუ არა.

გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესი გარედან არის მართული, რადგან არ არის მითითებული ამ ადამიანების სახელი და გავრი.

მათი "პროტესტი" რის გამო წარმოიშვა არ ვიცით", - აცხადებენ ფრესკოში და განმარტავენ, რომ კომპანიაშიმუშაობის დაწყებისას თანამშრომლებმა „ზუსტად იციან თუ რა სამუშაო პირობები“ ექნებათ.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მოთხოვნა, იმისთვის რომ გვქონდეს მაღალი მომსახურება. მუშაობის დაწყებისას თანამშრომლები ხელს აწერენ შინაგანაწესს, სადაც პუნქტობრივად არის გაწერილი ყველა მოთხოვნა.

ამ ადამიანებს ჰქონდათ დისციპლინარული დარღვევები, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: ისინი ძალიან ხშირად აგვიანებდნენ სამსახურში, მომხმარებლებს არ ემსახურებოდნენ კარგად, არასწორად ადებდნენ ფასს პროდუქტებს, ამ დარღვევების გამო ეს ადამიანები იყვნენ დაჯარიმებულები და ის ადამიანები ვისაც ჰქონდათ მაღალი რანგის სასჯელები გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ერთეული ადამიანების პროტესტი უსაფუძვლოა. მათ ყველაფრის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რის გამო დაისჯებოდნენ. ჩვენ ვიცავთ შრომის კოდექსს, ნებისმიერ უწყებას შეუძლია მოგვმართოს და შეგვამოწმოს“, - აცხადებენ ფრესკოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები