მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფრესკოსთან" საპროტესტო აქცია იგეგმება

589b1b141acf0
ანი ჯოხაძე
08.02.17 17:18
1390
ორშაბათს ფრესკოსთან საპროტესტო აქცია იგეგმება. სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მზერა“.

ბიზნესკონტრაქტი“ ესაუბრა ორგანიზაციის წარმომადგენლობას და მათივე თქმით, აქციის ფარგლებში ისინი გეგმავენ დაზარალებულების მობილიზაციას და არსებული სამუშაო პირობების გაპროტესტებას. აქციის ფარგლებში წამოყენებული მოთხოვნებია:

1. სამუშაო საათები განისაზღვროს 12 საათით - კვირაში 5 დღე.

2. ინვენტარიზაციის შემდეგ გათვალისწინებული იყო, რომ თანამშრომლებს დააკლდებოდათ ხელფასის 20%, რეალურად, თანამშრომლებს ხელფასიდან დაექვითათ 50% და ზოგიერთს მეტიც. მაგ. ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც ზედმეტად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ 404 ლარი უნდა დარიცხვოდა ანაზღაურების სახით, ინვენტარიზაციის შემდგომ დაურიცხეს 185 ლარი.

3. ქმნიან ხელოვნურ დანაკლისებს რისი ანაზღაურებაც თანამშრომლების ხელფასიდან ხდება.

4. საახალწლო დღეებში თანამშრომლები აიძლეს ემუშავათ 12 დღე დასვენების გარეშე, დღეში 12 საათი, რისი ანაზღაურებაც დამატებით 40 ლარის ნაცვლად მოხდა 18 ლარით.

"ფრესკოს" პასუხი - "ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მოთხოვნა, იმისთვის რომ გვქონდეს მაღალი მომსახურება"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები