მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრიდმანი ევროპული სასამართლოს მიერ მისთვის სანქციების გაუქმებას ეხმიანება

რუსი მილიარდერი

რუსი მილიარდერი, „ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხეილ ფრიდმანი ევროკავშირის მიერ მასზე დაწესებული სანქციების მოხსნას ეხმიანება. რუსულ გამოცემა RBС-ს მან მოკლედ განუცხადა: „ჩვენ კმაყოფილები ვართ ამ გადაწყვეტილებით“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით ფრიდმანისთვის დაწესებული სანქციები გაუქმდა, რომელიც რუს მილიარდერს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე დაუწესდა. სანქციების დაწესება ფრიდმანმა 2022 წლის მაისში გაასაჩივრა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ის მიზნები, რომლებსაც სანქციების დაწესება ისახავდა მიზნად, მიხაილ ფრიდმანთან მიმართებით დაუსაბუთებელი იყო. ფრიდმანის მსგავსად სანქციები მოეხსნა მის ბიზნესპარტნიორს და Alfa Bank-ის თანადამფუძნებელს პეტრ ავენს.

ევროკავშირის სანქციების გაუქმების მიუხედავად, მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ კვლავ ძალაშია დიდი ბრიტანეთის სანქციებიც, რომლებიც ოლიგარქს ასევე გასაჩივრებული აქვს.

მილიარდერის ქართულ თანასაკუთრებად ამ დრომდე ნარჩუნდება ბორჯომი ჰოლდინგის მინორიტარული წილი, რაც კომპანიის 49,99%-იან წილს შეადგენს. კომპანია "ბორჯომის" გარდა, რუსული და უკრაინული მტკნარი და მინერალური წყლების ჩამომსხმელ ქარხნებსაც ფლობს.

Bloomberg-ის შეფასებით, მიხაილ ფრიდმანი მსოფლიოს 154-ე უმდიდრესი ადამიანია, მისი ქონება $13.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები