მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფრიდრიხ მერცი 3 მარტს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

სს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ველტი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ვიზიტი 3 მარტს, ოვალურ კაბინეტში, არის დაგეგმილი.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ფრიდრიხ მერცი განიხილავენ ორმხრივ ურთიერთობებს, უსაფრთხოების საკითხებს და სავაჭრო უთანხმოებას.

როგორც გამოცემა წერს, გერმანია შეერთებული შტატებისგან სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით „სიცხადეს” ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები