მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ინტერნეტი ექნებათ

5c0fbb2a30575
სალომე მეცხვარიშვილი
11.12.18 18:07
1152
ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყარში ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება.

პროექტის განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება და სავარაუდოდ, შემოდგომაზე დასრულდება. ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინტერნეტ საზოგადოების (Internet Society) ხელშეწყობით და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის კოორდინაციით ხორციელდება.

შედეგად, რეგიონში მცხოვრებ 100 ოჯახს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 150 ათასი დოლარია, საიდანაც უდიდეს ნაწილს სახელმწიფო აფინანსებს.

პროექტის მიზანია, საქართველოში ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში - ფშავი, ხევსურეთი და გუდამაყარი, რომლებიც პოპოულარულია როგორც შიდა, ისე გარე ტურიზმის თვალსაზრისით, მოხდეს დასახლებული პუნქტებისა და ტურისტული კონცენტრაციის ადგილების მაღალსიჩქარიანი ფიქსირებული უსადენო ინტერნეტის მომსახურებით უზრუნველყოფა.

რთული გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის სიმცირის გამო, ამ ეტაპისთვის მოცემულ რეგიონში არ არის დაგეგმილი ოპტიკური ქსელის მშენებლობა. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ინტერნეტ საზოგადოების (Internet Society) ხელშეწყობით და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის კოორდინაციით, დაიგეგმა პროექტი, რომლის ფარლებში შენდება მაგისტრალური რადიო ქსელი. აშენების შემდგომ, ქსელი სამართავად გადაეცემა თავად ბენეფიციარს - ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც წარმოგენილია ააიპ „მთის სათემო ქსელის“ მიერ. საქმიანობიდან მიღებული მოგებას ბენეფიციარი ისევ მიმართავს ფართოზოლოვანი ქსელის განვითარებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები