მეწყრული პროცესების შედეგად ჩახერგილი ფშაველი-აბანო-ომალოს გზის აღდგენაზე 900 ათასი ლარი დაიხარჯება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გადაუდებელი აუცილებლობის მიზნით შესყიდვის გამარტივებული წესის გამოყენებას ითხოვს. საუბარია გზის 56-ე კილომეტრზე, სადაც მეწყერული პროცესების შედეგად, მდინარე ალაზანში ჩამოწოლილი კლდოვანი მასა ჩავიდა, რამაც კალაპოტი შეავიწროვა და არსებული გზა დაფარა. გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საჭიროა შემჭიდროვებულ ვადებში აღდგეს მოძრაობა, რაც აუცილებელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისათვის.