მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ნაშალი მასისგან დღის ბოლომდე გაიწმინდება

5ccaa944c992f
თელარა გელანტია
02.05.19 12:21
1060
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე ჩამოსული დიდი ზომის ლოდების დაშლის სამუშაოები უკვე დასრულდა.

ამ დროისთვის, გზა ნაშალი მასისგან იწმენდება და ეს პროცესი დღის ბოლომდე დასრულდება.

ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, გაწმენდითი სამუშაოები წელს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დროებით შეფერხდა და 15 აპრილს დაიწყო. ხელისშემშლელი გარემოებები იყო უხვი ნალექი და გზის 22-ე და 25-ე კილომეტრებზე დიდი ზომის ლოდების ჩამოცვენა, 56-ე კმ-ის ზემოთ კი, ჯერ ისევ თოვლი დევს. მსგავსი სირთულეები წინა წლებში არ დაფიქსირებულა.

ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მონაკვეთზე და თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მაისის ბოლომდე აღდგება.

სამუშაოებს კონტრაქტორი ორგანიზაცია არსებული ხელშეკრულების ფარგლებში აწარმოებს. ტენდერის შედეგად გამოვლენილ ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულება 7 მაისს გაფორმდება და იგი გზის წმენდას უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია. მისი გაწმენდა, კლიმატური და რელიეფური პირობების გამო, ზამთრის პერიოდში ვერ ხერხდება და შესაბამისად, საავტომობილო მიმოსვლა ზამთრში აკრძალულია. წელიწადის სხვა დროს გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები