მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის რეაბილიტაციაზე 24 მილიონი ლარი დაიხარჯება

648aea28e1f90
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.23 09:00
1913
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი წარადგინა. გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 14.4-კილომეტრიან მონაკვეთს, რისთვისაც ორი ტენდერი ჩატარდება.

პირველი ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 9.6 მილიონი ლარი, მისი აღწერა ასეთია: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-44) ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოები - ლოტი III (კმ25.5-კმ35.9).

მეორე ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 14.9 მილიონი ლარი, მისი აღწერა ასეთია: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-44) ფშაველი - აბანო - ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი II (კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთი).

“პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებების გაგზავნა 17 ივლისამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები