მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფშავი ჰიდროს" წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების გარემოდან ამოღების ნებართვა მისცეს

5cb0916b4de82
სალომე მეცხვარიშვილი
12.04.19 18:00
1071
მთავრობამ კომპანია „ფშავი ჰიდროს“ წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გასცა. საუბარია აჭარის რეგიონში, მდინარე სკურდიდზე არსებული ჰიდროელექტროსადგურ „სკურდიდი ჰესზე“. კომპანია ჰესის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის აშენებს, რის გამოც ითხოვს, სახელმწფო საკუთრებაში არსებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ამოიღოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი შემდეგი სახეობები:

„ჩვეულებრივი წაბლი“ – 71 ერთეული

კაკლის ხე -5 ერთეული

შპს ფშავი ჰიდრო ვალდებულია მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით დაასაწყობოს აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები