ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გაფართოვდება, ფინანსური რესურსები კი გაიზრდება - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო წერს. "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქვეყანაში ფსიქიატრიული მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები გუშინ ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს. რეალურად რა ვიცით სიახლის შესახებ და რა პრობლემაზე საუბრობენ ექიმები?