მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების გაუმჯობესებას ვგეგმავთ - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო

"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქვეყანაში ფსიქიატრიული მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

როგორც ჯანდაცვის უწყება იტყობინება, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება სამინისტროს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს.

მისივე თქმით, სამინისტრო ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს, ამ პროცესში კი სექტორთაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, სამინისტროს აღნიშნული მიმართულებით რეკომენდაციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მათ შესასრულებლად, უწყება აქტიურად მუშაობს.

კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების კუთხით, უწყების რელიზში აღნიშნული არ არის. bm.ge საკითხის უკეთ გასარკვევად, ჯანდაცვის სამინისტროს კითხვებით მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები