მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FT: კორონავირუსმა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ გაზარდა

5ea85ec14f9e7
ნათია თაქთაქიშვილი
28.04.20 22:00
2609
The Financial Times-მა კველვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალი კორონავირუსის გამო საგანგაშოდ არის გაზრდილი. კვლევის დროს გავლენიანმა გამოცემამ, 2020 წლის მარტი და აპრილი შეადარა 2015-2019 წლების ანალოგიურ პერიოდებს.

კვლევებმა ცხადყო, რომ მაგალითად ეკვადორის გუიას პროვინციაში სიკვდილიანობის ზრდამ 1 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში 10 200 ადამიანი შეადგინა, რაც დაახლოებით 350 პროცენტიანი ზრდაა გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.

ანალიზის მიხედვით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაზრდილია ქალაქ ბერგამოში და მის მიმდებარე რეგიონში, სადაც მატებამ 464 პროცენტი შეადგინა, ხოლო რაც შეეხება ნიუ-იორკს, იქ 300 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები