რამდენიმე კვირაა, რაც თბილისის ცენტრში, კვების ინდუსტრიაში ახალი ობიექტი ფუდშოპი “მეგობარი” ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს ჯანსაღი კერძების ფართო არჩევანს, მათ შორის ვეგანური მენიუს მრავალფეროვნებას სთავაზობს.
განსხვავებული ფორმატით და ახალი კონცეფციით ამოქმედებული ფუდშოპ „მეგობარის“ თანადამფუძნებელი მარიამ ქოიავა აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო, კვების ინდუსტრია მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
„შეცვლილმა სამომხმარებლო ქცევამ გარკვეულ პროდუქტებსა და მომსახურების ფორმატზე მნიშვნელოვანი მოთხოვნის ზრდა განაპირობა. კიდევ უფრო გაიზარდა მოთხოვნა ჯანსაღ, ვეგეტარიანულ და ვეგანურ კერძებზე და დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომსახურების სისწრაფესა და ინგრედიენტების ხარისხს.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ფუდშოპ “მეგობარის” შექმნის იდეა ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე არსებობდა და ის კვების ინდუსტრიის როგორც დღევანდელ, ასევე სამომავლო ტენდენციებს ზუსტად ეხმაურება. ამ ყველაფერს კი ემატება ჩვენი მთავარი მიზანი - ქართული სამზარეულოს გათანამედროვება და ყოველდღიურობაში დამკვიდრება. გვჯერა, ჩვენს სამზარეულოს აქვს გლობალური პოტენციალი და გვინდა, რომ ის ახალი, გამორჩეული ფორმატით სხვა ქვეყნებსაც გავაცნოთ“, - აღნიშნავს მარიამ ქოიავა.

ჭავჭავაძის 37 ლ-ში პირველი ფუდშოპის გახსნის შემდეგ, კომპანია ადგილობრივად ფუდშოპების დამატებასა და სხვა ბაზრების ათვისებას ერთდროულად გეგმავს.
„უცხოელი ინვესტორების მხრიდან ჩვენი ფუდშოპის ფორმატთან მიმართებით არსებული მაღალი ინტერესის გამო, 1 წელიწადში უკვე ერთ-ერთ დასავლურ ქვეყანაში ვიქნებით წარმოდგენილები. ბიზნეს მოდელის სრულად დახვეწის შედეგად კი ბრენდის ფრანშიზით განვითარებას დავიწყებთ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

























