სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა მაღალი ხარისხის სამგზავრო ლიფტებზე. FUJISJ-ის საერთაშორისო სტანდარტის ლიფტები, რომლებიც საქართველოში CLC Elevator-ის ექსკლუზიური პარტნიორობით შემოდის, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
FUJISJ არის ლიფტების მწარმოებელი კომპანია ჩინეთში, რომელიც ორიენტირებულია საშუალო და საშუალოზე მაღალი კატეგორიის ლიფტების წარმოებაზე. კომპანიის მთავარი ფოკუსი ენერგოეფექტური, უფრო ეკომეგობრული, დაბალხმაურიანი და ხანგრძლივი მომსახურების ვადის მქონე "მწვანე" ლიფტების წარმოებაზეა. გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში ინტელექტუალური წარმოების რეალიზებისთვის FUJISJ იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს IT-ის.
დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე თურქული წარმოების ლიფტები დომინირებს, რაც ძირითადად მათი დაბალი ფასითა და მიწოდების მოკლე ვადებითაა განპირობებული, მაგრამ მომხმარებლის სტანდარტების ამაღლებასთან ერთად სწრაფად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ალტერნატივაზე - და FUJISJ-მ, რომელიც სტანდარტებისა და ფასის ბალანსის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, უკვე დაამტკიცა, რომ უმაღლეს სტანდარტებს ერგება.
ქართულ სამშენებლო ბაზარზე მოქმედი ლიფტების კომპანია CLC აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ თურქული ლიფტები ჩანაცვლდეს უფრო მაღალხარისხიანი წარმოების ალტერნატივით. მათი ექსკლუზიური პარტნიორობა FUJISJ-თან სწორედ ამ მიზანს ემსახურება - შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს თურქულ ლიფტებთან შედარებით სამჯერ უფრო ხარისხიანი პროდუქცია ანალოგიურ ფასად. CLC Elevator წლებია მთელი საქართველოს მასშტაბით ამონტაჟებს ლიფტებს და უკვე 3500-ზე მეტ პროექტზე უმუშავია, ქვეყნის ყველა რეგიონში.
საქართველოში ჯერ კიდევ გავრცელებულია სტერეოტიპი, თითქოს ჩინური წარმოების პროდუქცია დაბალი ხარისხისაა, თუმცა ეს წარმოდგენა უკვე წლებია რაც გაქარწყლებულია ლიფტების ინდუსტრიაში. სულ მცირე იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ცნობილი ლიფტის ბრენდის ქარხანა, მათ შორის პრემიუმ ევროპული სეგმენტისაც, როგორებიცაა OTIS, Schindler და სხვა დღეს ჩინეთში აწარმოებს პროდუქციას. FUJISJ, ჩინეთში იმავე ადგილობრივ და საერთაშორისო მაღალი სტანდარტების შესაბამის პროდუქციას აწარმოებს - და ამავდროულად უზრუნველყოფს კონკურენტულ ფასს.
ხარისხის გარდა, FUJISJ-ის ლიფტები აღჭურვილია თანამედროვე კონტროლის სისტემით. ეს სისტემა უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას მაღალი დონის სიზუსტითა და დაბალი ოპერაციული ხმაურით, რაც თანამედროვე მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია.
FUJISJ სთავაზობს პოტენციურ მომხმარებელს ლიფტის მოდელების ფართო სპექტრს, მათ შორის მაღალსიჩქარიან ლიფტებს, სამგზავრო ლიფტებს, საავადმყოფოს ლიფტებს, სადემონსტრაციო ლიფტებს, ესკალატორებს, მოძრავ ბილიკებს, სატვირთო ლიფტებს, და საცხოვრებელი სახლის ლიფტებს. კომპანიის კატალოგი ლიფტის პროდუქციის 20-ზე მეტ სერიას მოიცავს, 50-ზე მეტი სპეციფიკაციით.
CLC Elevator საქართველოში FUJISJ-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია. FUJISJ-ის შემოსვლა ნიშნავს მაღალი ხარისხის, საიმედო და ხელმისაწვდომი პროდუქტის უპრეცედენტოდ ფართო არჩევანს ადგილობრივ ბაზარზე.

























