საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელს 14%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.
ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც $457 მილიონი შემოვიდა. ამ თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.
გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების ოცეული:
-
რუსეთის ფედერაცია - $457 მილიონი;
-
იტალია - $191 მილიონი;
-
საბერძნეთი - $170 მილიონი;
-
აშშ - $159 მილიონი;
-
ისრაელი - $151 მილიონი;
-
თურქეთი - $105 მილიონი;
-
ესპანეთი - $41.6 მილიონი;
-
გერმანია - $41 მილიონი;
-
უკრაინა - $28 მილიონი;
-
აზერბაიჯანი - $20 მილიონი;
-
საფრანგეთი - $19 მილიონი;
-
პოლონეთი - $18 მილიონი;
-
ყაზახეთი - $16.8 მილიონი;
-
გაერთიანებული სამეფო - $16 მილიონი;
-
კანადა- $13 მილიონი;
-
კვიპროსი - $11.5 მილიონი;
-
ყირგიზეთი - $11.2 მილიონი;
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.8 მილიონი;
-
ერაყი - $9.7 მილიონი;
-
სომხეთი - $9.1 მილიონი.

























