მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა - რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი თანხა

5c8b638eecefc
BM.GE
15.03.19 12:31
1945
2019 წლის თებერვალში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების სახით 125,467,800 დოლარი შემოვიდა, რაც ლარებში 335 მილიონს აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების ეს მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.2%-ით მეტია და აღნიშნული სტატისტიკის წარმოების ისტორიაში, თებერვლის თვეში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

ფულად გზავნილებში პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც $31.6 მილიონი შემოვიდა.

ამ თანხის უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია; შესაბამისად, გზავნილების რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც მეტი ემიგრანტი ცხოვრობს.

გაზრდილია გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, თურქეთიდან ესპანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
  1. რუსეთის ფედერაცია - $31,616,101.00
  2. იტალია - $17,439,820.00
  3. საბერძნეთი - $14,163,435.00
  4. ისრაელი - $12,828,783.00
  5. აშშ - $12,732,550.00
  6. თურქეთი - $7,698,483.00
  7. გერმანია - $3,574,601.00
  8. ესპანეთი - $3,482,096.00
  9. უკრაინა - $2,326,987.00
  10. პოლონეთი - $2,216,801.00
  11. საფრანგეთი - $1,855,525.00
  12. ყირგიზეთი - $1,469,863.00
  13. აზერბაიჯანი - $1,417,275.00
  14. გაერთიანებული სამეფო - $1,375,052.00
  15. ყაზახეთი - $1,278,514.00
  16. კვიპროსი - $972,393.00
  17. კანადა - $948,919.00
  18. სომხეთი - $833,888.00
  19. ერაყი - $739,182.00
  20. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $674,183.00

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები