მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

5bed2bf10deb0
BM.GE
15.11.18 12:12
875
2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.5 პროცენტი მოდიოდა.

2018 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.2 მლნ აშშ დოლარი (56.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.5 მლნ აშშ დოლარისა (46.2 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები