Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ფულადი გზავნილები მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და წელს საინვესტიციო ბანკი ელის, რომ ქვეყანა გზავნილების სახით ჯამში 3.6 მლრდ დოლარს მიიღებს. მანამდე Galt & Taggart-ი დაახლოებით 100 მლნ დოლარით ნაკლებს პროგნოზირებდა ფულადი გზავნილების სახით.
"ფულად გზავნილებს მაისიდან ორნიშნა ზრდის ტემპი აქვს. ვფიქრობთ, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნებული იქნება წლის ბოლომდე. ცხრა თვის მონაცემი საკმაოდ პოზიტიურია, ანუ მოსალოდნელზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად მოგვიწია პროგნოზის გადახედვა ზრდის მიმართულებით. ველით, რომ წელს 3.6 მილიარდი დოლარი იქნება წლიურ ჭრილში. მიმდინარე წლის ცხრა თვეში უკვე 2.7 მილიარდი გვაქვს. ამ ზრდის ტემპს განაპირობებს ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ზრდა. ის, რომ ევრო დოლართან მიმართებით გამყარებულია, ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. ასევე მზარდია გზავნილები ამერიკიდან, ისრაელიდან და სხვა ბაზრებიდან", - განაცხადა ქავთარაძემ BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა".




























