თანამედროვე განათლება სულ უფრო მეტად ეფუძნება ციფრულ ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ უნარებს, რაც ბავშვებს მომავლის პროფესიების ათვისებაში ეხმარება. Fundamental Education-ის ინოვაციური ციფრული სასწავლო პლატფორმა მოსწავლეებს სახლიდან გაუსვლელად, 41 ინტერაქტიულ საგანს სთავაზობს. სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა სახალისო პროგრამირება, ჭადრაკი, სინგაპურის მათემატიკა, IQ, ალგორითმული აზროვნება, სარაკეტო მეცნიერება და კრიპტოგრაფია.
სტრუქტურირებული სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პრაქტიკულ პროექტებსა და CodingStudio-ს, სადაც ბავშვები თეორიულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევენ, პროცესში კი აქტიურად არიან ჩართულები მშობლებიც. როგორ უწყობს ხელს პლატფორმა მოზარდებში ტექნოლოგიური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და რატომ არის მნიშვნელოვანი ალტერნატიული საგანმანათლებლო მოდელების დანერგვა.
სტუმარი: აპოლონ ფაჩულია - "ფუნდამენტალ ედუქეიშენ"-ის დამფუძნებელი






























