მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“[ფუნქციონირების დასაწყებად] ათეულობით თანამშრომელს ავიყვანთ” - რა ჯდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტი?

დახურვა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ BM.GE-თან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ალექსანდრე მესხმა განაცხადა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელი სამუშაოების ვერ ასახელებს ზუსტ დროს როდის შეძლებს საავადმყოფო ფუნქციონირების განახლებას, რადგან მისი თქმით, საავადმყოფომ ჯერ რეანიმაციის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს, რაზეც თანხმობა ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს.

“რემონტი მალე დასრულდება, გადის ფინალში სამუშაოები. მერე დავალაგებთ, მოვაწესრიგებთ, კადრების დაკომპლექტების პროცესი მიდის პარალელურად. შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოს მივმართავთ, რომ ნებართვა მოგვცეს სამედიცინო საქმიანობაზე. არ ვიცი წინასწარ რა პერიოდი დასჭირდება ამ ყველაფერს, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შემჭიდროვებულ ვადებში დავასრულოთ. პირველ ეტაპზე ახლა ექთნების და სანიტრების დაქირავებაზე კონკურსები მიმდინარეობს... [კონკურსი] პერიოდულად კიდევ გამოცხადდება... ათეულობით თანამშრომელი უნდა ავიყვანოთ”, - აცხადებს ალექსანდრე მესხი.

იმისთვის, რომ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ რეანიმაციის ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლოს, ჯანდაცვის სამინისტრომ 300 000 ლარამდე ღირებულების გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა, რომლის მიხედვით გათბობა/ვენტილაციის სამუშაოების უნდა ჩატარდეს. ამასთან, საავადმყოფოში სარემონტო სამუშაოებში დამატებით 400 000 ლარი იხარჯება.

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გამარტივებული გზით შპს დეტალთან გაფორმდა, სამუშაოები ადგილზე 30 ივლისს უნდა დასრულებულიყო. საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ პარალელურ რეჟიმში ახალი თანამშრომლების დაქირავების მიზნით კონკურსი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფო რეორგანიზაციის დროს 350-მა თანამშრომელმა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები