მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფუნტი-სტერლინგი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

5d51579d82b26
მიხეილ ხაჩიძე
12.08.19 16:11
4433

ფუნტი-სტერლინგი ევროსთან მიმართებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის ეროვნული ვალუტის კლების მთავარი მიზეზი ბრექსიტის ქაოსია.

ორშაბათის მონაცემებით, 1 ფუნტ-სტერლინგი 1.0724 ევროს შეადგენს. რაც შეეხება ამერიკულ დოლარს, მასთან მიმართებაშიც ფუნტი 2017 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 ფუნტის ფასი 1,2015 დოლარით განისაზღვრა.

ფუნტის ყველაზე კრიზისული პერიოდი 2008 წელი იყო; მაშინ ბრიტანეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულად დაეცა და 1 ფუნტი-სტერლინგი 1,0200 ევროს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები