სუპერმარკეტების ქსელის "ფურშეტ ჯორჯიას" მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება დაიწყო.
"ფურშეტ ჯორჯიას" დავალიანება კრედიტორ შპს "რითეილ კაპიტალ ჯორჯიას" მიმართ 7 885 323 ლარს შეადგენს, ხოლო შპს "სენატორის" მიმართ 164 937.13 ლარს.
სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა იკრძალება, ამასთან ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოს) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
სასამართლომ კრედიტორთა კრება 2 ივნისს დანიშნა.

























