მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფურშეტი და 200 დრონის შოუ - ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 650,000 ლარი დაჯდება

ქუთაისის პარლამენტი

საქართველოს მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური და ინოვაციების ჰაბის გახსნას გეგმავს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის მითითებული, კომპანია "ვანილა ივენთი". ღონისძიების ჩატარება 2026 წლის 31 მაისამდე იგეგმება.

სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული აღწერის თანახმად, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 400 დამსწრე სტუმრისთვის ერთსაათიანი ღონისძიების სრული სცენარისა და ნარატივის შექმნა, ვიდეორგოლების გადაღება და პოსტპროდაქშენი, სპიკერების გამოსვლების მომზადება, ასევე ღონისძიების ტექნიკური და ვიზუალური რეჟისურა. დამატებით მოთხოვნებს შორისაა სინქრონული თარგმანი, პირდაპირი სატელევიზიო და ონლაინ ტრანსლაცია, ფურშეტი და დრონების შოუ, რომელიც მინიმუმ 200 დრონს უნდა მოიცავდეს.

მიმწოდებელმა კომპანიამ შემდეგი ღონისძიებები უნდა ჩაატაროს:

  • საკომუნიკაციო იდეა: „საქართველო – ტექნოლოგიური შესაძლებლობების ახალი გზაჯვარედინი“
  • 1 საათიანი ღონისძიების საერთო კრეატიული კონცეფციის შემუშავება;
  • ერთიანი ნარატივის შექმნა;
  • ვიდეოკონტენტის კონცეფციის, სცენარისა და სტორიბორდის მომზადება;
  • ვიდეორგოლების გადაღება და პოსტპროდაქშენი;
  • სპიკერების გამოსვლების ტექსტების სტრუქტურისა და სცენარის მომზადება;
  • ღონისძიების სრული შოუ-სცენარის წუთობრივი შემუშავება;
  • ღონისძიების ტექნიკური და ვიზუალური რეჟისურა;
  • ღონისძიების ვიდეოგადაღება და შემდგომი ვიდეომასალის მომზადება.
  • სინქრონული თარგმანი 50 ყურსასმენით
  • პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფა (პირდაპირი ტრასლაცია
  • სოციალურ ქსელში).
  • შემსყიდველთან შეთანხმებით მაღალი სტანდარტის ფურშეტი არანაკლებ 400
  • ადამიანზე.
  • დრონების შოუ, რომლის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 8 წთ, არაუმეტეს 15 წთ;
  • დრონების რაოდენობა არანაკლებ 200 ცალი, კონტენტი შემსყიდველთან შეთანხმებით.
  • მოწასვევების დამზადება (ელექტრონული და ბეჭდური ვერსია, შემსყიდველთან
  • შეთანხმებით)
  • ღონისძიების შემაჯამებელი ვიდეო რგოლის დამზადება
  • სრული ღონისძიების ორგანიზება.

ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობის და მისი გარშემო ტერიტორიის რეაბილიტაციაზე და ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობაზე ბიუჯეტიდან 22 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. პროექტი საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა. ამ მდგომარეობით, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ყოფილი პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციაზე და შიდა რენოვაციაზე შემდეგი კონტრაქტები აქვს გაფორმებული:

  • ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობის (საკადასტრო კოდი 03.01.22.741), I და II სართულებზე, სარემონტო-სარეკონსტრუქციო, MEP საინჟინრო საკომუნიკაციო სისტემების და კრეატიული დიზაინის ელემენტების მოწყობის სამუშაოები — 9,308,908 ₾
  • ქ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) აუზისა და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სამშენებლო სამუშაოები (Design-Build მეთოდით) — 5,791,443 ₾
  • ქუთაისის ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმისთვის ექსპონატები ტრანსპორტირების და მონტაჟის გათვალისწინებით — 2,360,800 ₾
  • ქ. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის ტექნოპარკის (ყოფილი პარლამენტის C კორპუსი) გარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტირება-მშენებლობა (Design-Build მეთოდით) — 2,082,979 ₾
  • ქ. ქუთაისში ტექნოპარკის (ყოფილი პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის) გარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის პროექტირება-მშენებლობის შესყიდვა (Design-Build მეთოდით) — 1,597,301 ₾
  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისთვის ავეჯის სახელმწიფო შესყიდვა — 994,000 ₾.

ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რამდენ მონაწილეს/სტუდენტს/სტარტაპს მიიღებს/მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ყოველწლიურად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები