მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფურცელაძის ქუჩაზე არსებული სამი ავარიული შენობა ახლით ჩანაცვლდა

ავარიული შენობა

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ფურცელაძის N30, N32–სა და N34-ში მდებარე ავარიული შენობები თბილისის განვითარების ფონდმა ახლით ჩაანაცვლა და შიდასარემონტო სამუშაოებიც დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შენობების ავარიულობიდან გამომდინარე, თავდაპირველად, მათი დემონტაჟი განხორციელდა.

„აღნიშნული პროექტი 2020 წელს დაიწყო და სამუშაოები უკვე დასრულდა. განხორციელებული პროექტის შედეგად, რვა ოჯახს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. მათ წლის ბოლომდე ჩაბარდებათ გარემონტებული ფართები. გარდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებისა, განხორციელდა ფასადის სამღებრო სამუშაოები და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები