მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ფუსფუსი” - სად და რა ფასად შეიძენთ გოზინაყს, რომელიც პრეზიდენტმა მოიწონა?

ფუსფუსი

"იყო ქალი, ეს დიდი გმირობის და შეუპოვრობის ტოლფასია! იყო ქალი პრეზიდენტი, აქ უკვე ზებუნებრივ ძალებთან გვაქვს საქმე! დიდი პატივია ჩემთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააგემოვნა ფუსფუსის გოზინაყები და პერსონალურად დამირეკეს რეზიდენციიდან, რომ გადმოეცათ მადლობა პრეზიდენტისგან და ის, რომ გოზინაყები ძალიან მოეწონა. ყველას გილოცავთ დამსახურებულ სტატუსს! წინ ევროპისკენ! მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის ქალბატონო სალომე" - ამ შინაარსის პოსტი Facebook-ის გვერდზე სახლში მოწყობილი საკონდიტრო "ფუსფუსის" გვერდზე 18 დეკემბრის შუადღისთვის განთავსდა. საყოველთაო წინასაახალწლო მზადების გათვალისწინებით BM.GE-მ გადაწყვიტა გაეგო სად და რა ფასად შეუძლიათ მსურველებს პრეზიდენტის მოწონებული, ფუსფუსით შექმნილი გოზინაყის და სხვა საკონდიტრო ნაწარმის შეძენა.

“ფუსფუსის” დამფუძნებელი ნათია ყურშუბაძე BM.GE-სთან ყვება, რომ საკონდიტრო სახლი აქვს მოწყობილი და 2021 წლიდან მომხმარებელს ნამცხვრებს, ტორტებს და სხვადასხვა დესერტებს სთავაზობს. ამასთან, კომპანია საახალწლოდ გოზინაყსაც ამზადებს.

“ჩვენი ბრენდი საახალწლოდ “ფუსფუსელებს” გოზინაყს და შეზღუდული რაოდენობით ნამცხვრებსა და ტორტებს სთავაზობს, ჩვენი გოზინაყის შეძენა სხვადასხვა შეფუთვითაა შესაძლებელი, ესენია: 8სმ დიამეტრის ზომის გოზინაყები, რომლებიც წარმოჩენილია, როგორც 3, 5 და 12-ცალიან შეფუთვაში, ასევე გვაქვს 27სმ დიამეტრის ზომის გოზინაყიც, ფასები 25 ლარიდან 105 ლარამდე მერყეობს. აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან დიდია და შეკვეთებს ვერ ავუდივართ, ამასთან, წილად მხვდა ბედნიერება და საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ფუსფუსის” გოზინაყი დააგემოვნა. უკუკავშირი იმავე დღეს მივიღეთ, ოფიციალურად დამიკავშირდნენ სამდივნოდან და პერსონალური მადლობა და მოწონება გადმომცეს ქალბატონი სალომეს დავალებით, რაც ჩემთვის სასიხარულო და საამაყო განცდა იყო”, - განმარტა ნათია ყურშუბაძემ.

ამასთან, ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება და დამფუძნებლის თქმით, ის გაფართოებას საჭიროებს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე “ფუსფუსში” მხოლოდ ერთი ადამიანია დასაქმებული და ყველა საქმეს ის უძღვება .

“ბოლო ერთი წელია ვატყობ, რომ “ფუსფუსი” გაფართოებას საჭიროებს, მოგეხსენებათ, ამ ყველაფერს სახლიდან ვუძღვები, რაც დღითი დღე რთულდება ჩემთვის, რადგან სახლიდან უკვე რთული გახდა ასეთი მოცულობის დაკვეთებზე თავის გართმევა, ამიტომ "ფუსფუსელებზე" ხშირად მიწევს შეკვეთებზე უარის თქმა. გაგეცინებათ და მარტო ვუძღვები ამ საქმეს, რადგან სახლში რთულია დამხმარეების ყოლა, ამიტომ ჯერჯერობით მე მარტო ვითავსებ მინიმუმ 10 ადამიანის საქმეს. განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში, როგორიც არის ახალი წელი და აღდგომა, თვეებით ადრე ეწერებიან ხოლმე შეკვეთების რიგებში. დღესასწაულების დღეებში, ჩემი 14 წლის შვილი, ნატალია მეხმარება , რომ გადასცეს “ფუსფუსელებს” არსებული შეკვეთები, რაშიც, რა თქმა უნდა, წახალისების სახით, ხელფასსაც ვუხდი და თან ვაჩვევ შრომას. დიდი სურვილი მაქვს, რომ მიმდინარე წლის გეგმებს რეალობაში მოვიყვან და საჯაროდ გავხსნით საკონდიტრო “ფუსფუსს”, - დასძინა დამფუძნებელმა.

ინფორმაციისთვის: “ფუსფუსის” პროდუქციის შეძენა ონლაინ, ფეისბუკისა და ინსტაგრამის საშუალებით ხდება. ბრედს აქვს როგორც ადგილიდან გატანის სერვისი, ასევე მიწოდების სერვისი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები