ჩვენ მილიონ შეკითხვას გავცემთ პასუხს, - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის ახალ კვლევასთან დაკავშირებით.
"პრობლემა არ არის. ეს მათი საქმეა. ჩვენ მილიონ შეკითხვას გავცემთ პასუხს. უფრო მეტი შეკითხვის შემთხვევაშიც, გავცემთ უფრო მეტ პასუხს",- აცხადებს ფხაკაძე.
რაც შეეხება საწვავის ფასს, ფხაკაძის განმარტებით, ის დამოკიდებულია 2 ფაქტორზე: ლარის კურსსა და საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასებზე.
„ამას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ დღესდღეობით, ყველაზე დაბალი მარჟა გვაქვს, რაც კი გვქონია მთელი ამ 20 წლის განმავლობაში. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ, არ ვიცი. მოგვეცემა საშუალება, რომ კიდევ უფრო დაბალი ფასი იყოს? ამას აუცილებლად გავაკეთებთ",- აცხადებს ფხაკაძე.