დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა ლიდერები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით განხორციელებული კიბერთავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით სიმულაციური სწავლებების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
როგორც ირკვევა, ინიციატივის მთავარი შედეგი კიბერუსაფრთხოების მზარდი რისკების ფონზე პოლიტიკის შემმუშავებელთა შორის საერთაშორისო რეაგირების კოორდინირების გაზრდა იქნება.
აღსანიშნავია, რომ სპეციალური სიმულაციები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ კიბერშეტევებზე საფინანსო ორგანოების რეაგირების შესაძლებლობების ტესტირებას უზრუნველყოფს.
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განმარტებით, ტესტირების შედეგები არსებული უსაფრთხოების პროტოკოლების ეფექტიანობას შეამოწმებს და მიღებული მონაცემები სახელმძღვანელო წესების განახლებისთვის იქნება გამოყენებული.
აღსანიშნავია, რომ სატესტო სწავლებაში G7-ის სახელმწიფო უწყებებთან ერთად კერძო საფინანსო ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან.
ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფინანსური ინსტიტუტის კრიტიკულ სერვისებზე ხელოვნური ინტელექტით მიტანილმა კიბერშეტევამ შესაძლოა გლობალური ფინანსური სისტემისადმი ნდობა არსებითად შეარყიოს.
























