მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G7-ის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკირები იტალიაში შეიკრიბნენ

G7-ის მინისტრები

მსოფლიოს წამყვანი შვიდი ეკონომიკის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკირები იტალიის ქალაქ სტრესაში შეიკრიბნენ, რათა უკრაინისთვის საკრედიტო ხაზის გახსნის საკითხი განიხილონ. საკრედიტო ხაზი, რომელსაც ლიდერები განიხილავენ, დასავლური სახელმწიფოების მიერ სანქცირებულ და გაყინულ რუსულ ქონებას უკავშირდება.

როგორც აშშ-ის ხაზინადარმა, ჯანეტ იელენმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, აღნიშნული აქტივები საპროცენტო სარგებელს აღარ აგენერირებენ, მაგრამ მათი გაყინვით კონკრეტულ სარგებელს ბელგიაში ბაზირებული საბანკო ანგარიშსწორების პალატა, Euroclear-ი იღებს.

სწორედ ამ თანხის უკრაინისთვის გადაცემაზე მსჯელობენ G7-ის ლიდერები, მაგრამ შეთანხმდებიან თუ არა ისინი ამ აქტზე და თუ კი, რა მოცულობის საკრედიტო ხაზზე მიიღებს წვდომას უკრაინა, ჯერ უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები