მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#გააციფრულესაქართველო: საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი Google Map-ზე

BM.GE
28.09.21 13:21
535
საქართველოს ეკონომიკის ხსნა გაციფრულებაშია, ანუ ქართულისა და ქართველობის საზღვრებს მიღმა გასატანად სასწრაფოდ უნდა გავციფრულდეთ. რა თქმა უნდა პროცესი დაწყებულია, მაგრამ ტემპი არასაკმარისია. ბევრი სახელმწიფო თუ კერძო პროგრამაა ამ კუთხით ჩაშვებული, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ მეტი გვჭირდება. უნდა გავაციფრულოთ სკოლები, ბიბლიოთეკები, სავადმყოფოები და ყველა ის სტრატეგიული ინსტიტუტი, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ პროცესებში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, პროექტი “გააციფრულე საქართველო”, რომელიც დასრულდა და 4 თვის განმავლობაში, თითოეულმა მოხალისემ, უდიდესი დრო და ენერგია ჩადო საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესების Google Map-ზე დატანა, გაციფრულება, შესწორებასა და დახვეწაში. შედეგი კი ასეთია: 1500 დამატებული ადგილი, 1100 შესწორება, 4000-ზე მეტი მიმოხილვა, 40 000-ზე მეტი დამატებული ფოტო, 60 000-ზე მეტი წვლილი და 18 000 000-ზე მეტი ნახვა.

რამდენად გამარტივდება გაციფრულებულ საქართველოში მოგზაურობა და როგორია თავად პროექტის ორგანიზატორების შეფასებები?

სტუმრები: თორნიკე აფხაზი - აი-ს თანადამფუძნებელი და პროექტ "გააციფრულე საქართველოს" მენეჯერი;
მარიამ მერებაშვილი - გიდი და პროეტის "გააციფრულე საქართველო", მოხალისე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები