მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გააქტიურდა თუ არა თბილისში ლიფტებს ტექნიკური ინსპექტირება

BM.GE
08.06.23 11:25
177
ლიფტებს ტექნიკური ინსპექტირება 3 წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ - ამის შესახებ ვაკის რაიონის მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან თურაზაშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა. მათივე ცნობით, ლიფტები წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. შესაბამისად, სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაა ვალდებული განსაზღვრული პერიოდულობით ლიფტს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტაროს. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის ვალდებული აცნობოს ან წარადგინოს ლიფტის ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში გამგეობებში. ამასთან, როგორც ვაკის რაიონის გამგეობიდან გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, გამგეობა არ აწარმოებს ვადაგასული ან/და ტექნიკურად გაუმართავი, მათ შორის გაჩერებული ლიფტების სტატისტიკას. მათივე ცნობით, 2020 და 2021 წლებში გამგეობაში არ შესულა არცერთი ანგარიში ლიფტების ინსპექტირების შედეგების შესახებ, ხოლო 2023 წელს შევიდა სულ 145 ლიფტის ტექინსპექტირების ანგარიში, საიდანაც 29 ლიფტი მოდერნიზებულია ან ჩანაცვლებულია ახლით.

ჩვენ, ყველას გვახსოვს 5 თვის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რა შეიცვალა მას შემდეგ თბილისში, გაიზარდა თუ არა მიმართვიანობა ლიფტების ტექნიკურ ინსპექტირებაზე?

სტუმარი: სანდრო შელია - კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები