მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაასაჩივრებს თუ არა "რუსთავი 2" საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას - იურისტის პასუხი

5d30864c2c312
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.19 18:48
1365
საქართველოს საჯარო რეესტრმა რამდენიმე საათის წინ "რუსთავი 2"-ის დირექტორის ცვლილებაზე ქიბარ ხალვაშის განაცხადი დააკმაყოფილა და არხის ხელმძღვანელად ბიზნესმენის პირადი ადვოკატი პაატა სალია დაარეგისტრირა. მანამდე კი, რეესტრმა ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაში დაარეგისტრირა. 

საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მეწილის ცვლილებისა და დირექტორის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება 30 დღის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს. 

ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არხის მენეჯმენტი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ახლა მართავს მოლაპარაკებებს.

მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ. 

"არ ვიცით ჯერ, ნიკა გვარამიასთან ერთად ვიმსჯელებთ და ჩვენ გეგმებს მოგვიანებით გავაცნობთ საზოგადოებას," - ამბობს მურადაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ "რუსთავი 2"-ის არცერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები