მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაბედე - იცხოვრე შენი ცხოვრებით" - m²-ის ახალი გზავნილი

გაბედე

ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება. სწორედ ამიტომ, m²-მა მომხმარებლისთვის გზავნილი განაახლა და არსებულ სლოგანს - “იცხოვრე შენი ცხოვრებით”, დაუმატა “გაბედე”. 16-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიას თავისი მომხმარებლის საჭიროებები და ინტერესები კარგად აქვს შესწავლილი, რაც მის განახლებულ მოწოდებაშიც ჩანს. m²-ის ახალი გზავნილის შინაარსს და მიზანს bm.ge-სთან ინტერვიუში კომპანიის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირინა დუმბაძე განმარტავს.

რამ განაპირობა თქვენი სლოგანისთვისგაბედესდამატება. რის საფუძველზე გადაწყვიტეთ? იყო თუ არა ამის მიზეზი თქვენი მომხმარებლის ქცევის ცვლილება?

ეს გადაწყვეტილება ჩვენი მომხმარებლის ქცევის ცვლილებასთან არ ყოფილა დაკავშირებული. ჩვენი მოწოდება - „გაბედე“ ჩვენს ადამიანურ, ფუნდამენტურ ბუნებას ეხმაურება და ჩვენი სლოგანის „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ გაგრძელებაა. ამით ჩვენ ვაგრძელებთ ბრენდის საუბარს მომხმარებელთან და ხელს ვუწყობთ მათ დამატებითი მოტივაციის შექმნაში. გაბედვა არ არის ადვილი, ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება. ერთი შეხედვით უძრავი ქონების შეძენასაც გაბედვა სჭირდება, თუმცა ეს გაბედვაც სხვა, უფრო ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებთანაა ხოლმე დაკავშირებული.

ჩვენი მომხმარებლების უმეტესობას, შესაძლოა, უფრო უადვილდებოდეს უძრავი ქონების შეძენა სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯების გადადგმასთან შედარებით, რომელიც ყიდვას ან გაყიდვას არ უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ახალი გზავნილი დღეს ადამიანებს, და არა მხოლოდ მომხმარებლებს ეხებათ: გაბედვა ხშირად შიშების დაძლევას, მათზე გამარჯვებას ნიშნავს. ხშირად ჩვენ ვყოყმანობთ, გვიჭირს მისწრაფებების მიყოლა, ჩვენი სურვილების გამოხატვა, ხანდახან ჩვენი ნამდვილი გრძნობების გაცნობიერებაც. ხშირად ვერ ვბედავთ გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, ამას ხშირად ხელს უშლის ჩვენთვის თავს მოხვეული ილუზიები სიძლიერეზე, სიმართლეზე, ცხოვრებაზე, სხვადასხვა დამოკიდებულებები...

ახალი გზავნილით რას ეუბნებით თქვენს მომხმარებელს?

ერთი შეხედვით ადვილია შენი ცხოვრებით ცხოვრება, სინამდვილეში კი გასაბედად რთული. ჩვენ ვეუბნებით ადამიანებს (მათ შორის ჩვენს თავსაც), რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება, მთავარია, მოვუსმინოთ ჩვენს თავს, მივყვეთ ჩვენს მისწრაფებას, მოვახდინოთ ჩვენი თავისა და სურვილების რეალიზება.

ჩვენ კომპანიის მისიად დავისახეთ ისეთი ადგილებისა და სივრცეების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს დაუკავშირდნენ საკუთარ თავს, სურვილებს, ოჯახის წევრებს და იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით. ჩვენი მიზანი ამ მისიის აღსრულებაა, ამ ეტაპზე არსებული სურვილი კი - გაბედვის სტიმულაციაა.

რამდენად გაბედულები არიან თქვენი მომხმარებლები? როგორია მათი ცხოვრების სტილი, ინტერესები...

ჩვენი სეგმენტი სწორედ ისაა, ვინც ქვეყანაში ეკონომიკის ხერხემალს ქმნის, დასაქმებული და ბიზნესის მქონე ადამიანები. ისინი აქტიური, პასუხისმგებლიანი და მომავალზე ორიენტირებული ხალხია და ხშირად სწორედ მათ სჭირდებათ იმის გახსენება, რომ სხვების ცხოვრების მხარდაჭერასთან ერთად, საჭიროა, გაბედონ და იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებს სჭირდებათ ხოლმე შეჩერება და დაფიქრება იმაზე, როგორია მათი ცხოვრება და როგორი სურთ, რომ ის იყოს მომავალში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მათთვის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” - მესიჯი გადაგვეცა. ახლა კი მას - მეტი დაფიქრებისთვის - “გაბედეც” დავუმატეთ.

თქვენ განახლებული გზავნილის შესახებ ახალი ვიდეორგოლიც მოამზადეთ. როგორ და რის მიხედვით შეარჩიეთ მოქმედი პირები? რის თქმა უნდოდა ამ ვიდეორგოლით -?

ვიდეორგოლზე იმუშავა სარეკლამო სააგენტო „მოზაიკამ“. კარგი თანამშრომლობის შედეგად, გამოვიდა ის, რაც გვინდოდა. ვიდეორგოლი გვეუბნება, რომ თუ არ გავბედეთ, დავრჩებით მუდმივად ნიღბით და ვერასოდეს გავუზიარებთ ნამდვილ თავს სხვა ადამიანებს, ვერ მოვიპოვებთ სიყვარულს, ვერ მოვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას და ვერ დავიპყრობთ მწვერვალებს. ჩვენი გმირები რეალურად ბედავენ, ამსხვრევენ ჩარჩოებს, უსმენენ საკუთარ მისწრაფებებსა და სურვილებს. შედეგად, მათი ცხოვრება პოზიტიურად იცვლება. ეს რეალობაშიც ასეა.

რა მოლოდინი გაქვთ განახლებული სლოგანისგან?

ჩვენი მოლოდინით, ეს ვიდეორგოლი და განახლებული მოწოდება გახდება ადამიანებისთვის ბიძგი, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში საინტერესო და გაბედული გადაწყვეტილებების მიღებაზე დააფიქრებს. გვინდა, რამდენადაც შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ ადამიანებს თავიანთი სურვილების რეალიზებაში.

მათ შორის გაბედონ უძრავ ქონებაში ინვესტირებაც…

ჩვენი მიზანი, მაინც და მაინც, ეს არ არის. ეს არ არის პროდუქტის სარეკლამო რგოლი. ეს საიმიჯო კამპანიის გაგრძელებაა. ჩვენი მიზანია ადამიანებისთვის პოზიტიური ბიძგის მიცემა, ხოლო რაში გამოიყენებენ ისინი მას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, იქნება ეს უძრავი ქონების შეძენა თუ სხვა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები