88-ე დღე - პროევროპული აქციები გრძელდება. მოქალაქეები 23 თებერვალს კვლავ გააპროტესტებენ "ქართული ოცნების" ხელისუფლების გატარებულ პოლიტიკას. მიზანი უცვლელია, გაათავისუფლონ აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.
23 თებერვლის პროტესტების განრიგი:
თბილისი:
19:00 საათი, ოცნების რეპრესირებულთა მარში!
საზოგადოებრივ მაუწყებელთან
20:00 საათი, პროფესიების პროტესტი: კვირა - საფინანსო სექტორი
რუსთაველის გამზირი
20:00 საათი, უწყვეტი პროტესტი რუსთაველზე - ვითხოვთ ახალ არჩევნებს!
პარლამენტთან
21:00 საათი, ბექა კობახიძის საჯარო ლექცია/დისკუსია „საქართველო 1921 - საქართველო 2025“
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ
ქუთაისი:
19:00 საათი, უწყვეტი პროტესტი ქუთაისში -კი ევროპას, არა რუსეთს!
მერიის წინ
ბათუმი:
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! პროტესტის 88-ე დღე
საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი:
18:00 საათი, წინააღმდეგობის 88-ე დღე!
სამხარეო ადმინისტრაცია
თელავი:
17:00 საათი, საპროტესტო აქცია!
მერია
გორი:
17:00 საათი, საპროტესტო აქცია!
საკრებულო
დუშეთი:
14:00 საათი , საპროტესტო აქცია!
ცენტრალური მოედანი
ახმეტა:
17:00 საათი, არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე! პროტესტის 88-ე დღე!
მერია
ახალციხე:
18:00 საათი, არა რუსულ რეჟიმს!
შოთა რუსთაველის ძეგლთან
ჩხოროწყუ:
20:00 საათი, გაბედე პროტესტი ყოველდღე!
მერია

























