მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა კლებულობს

5bd8153f1a6c1
BM.GE
30.10.18 12:32
684
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7702 ნებართვა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,6 პროცენტით ნაკლები) 4536,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10,2 პროცენტით ნაკლები). საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 72,0 პროცენტი გაცემულია ქვეყნის 3 რეგიონში, კერძოდ: ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,0 პროცენტი ქ. თბილისშია, 13,2 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში და 10,8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონში.

„უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი 56,1 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზეა განაწილებული, კერძოდ: 28,9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 15,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - განმარტავენ საქსტატში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები