"მშენებლობა არის განახლებული, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჩვენ სვანეთის მოსახლეობასთან ჩავატარეთ ახნსა-განმარტებითი არაერთი შეხვედრა და ბევრ კითხვას გავეცით პასუხი. ვეცადეთ მაქსიმალურად დაგვენახებინა მათთვის ის სიკეთეები, რომელიც ამ ჰესს თან ახლავს. თავიდან მძაფრი განწყობა იყო, იმიტომ რომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ჰესთან დაკავშირებით და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია სრულად მიგვეწოდებინა და შედეგმაც არ დააყოვნა, ფაქტობრივად ჩვენი შერიგება შედგა და სამუშაოებიც განახლდა" - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ

























