მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჩერებული მსხვილი ენერგეტიკული პროექტები საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება - აბრამიშვილი

გიორგი აბრამიშვილი

"ქვეყანას ყველაზე მეტი რესურსი განახლებადი ენერგიების მიმართულებით გააჩნია", - ამის შესახებ "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს. გიორგი აბრამიშვილის თქმით, ქვეყანამ ახალი გენერაციები უნდა ააშენოს.

"მნიშვნელოვანია, ეს რესურსი სწორად ავითვისოთ და არათუ საკუთარ ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიოთ, არამედ ექსპორტზე გავიტანოთ. დარწმუნებული ვარ, დავარწმუნებთ მოქალაქეებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი რესურსების ათვისება და რომ ჩრდილოელ მეზობელზე არ ვიყოთ დამოკიდებული", - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.

გიორგი აბრამიშვილის თქმით, ქვეყანაში გაჩერებული მსხვილი ენერგეტიკული პროექტები და ეტაპობრივად მიმდინარე საპროტესტო აქციები საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება.

"მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი ბიზნესისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა მუშაობა, რომ მაქსიმალურად დემონიზება მომხდარიყო ტერმინის "ჰესი", მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშაოთ ყველა ტიპის მოსახლეობასთან. დეველოპერებისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის და მაქსიმალური გამჭვირვალობა იყოს ყველა მათი ქმედების მიმართულებით", - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

კითხვაზე, მთავრობის როლი როგორი უნდა იყოს, ის პასუხობს:

" - ყველას თავისი როლი აქვს, რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია, მიზანმიმართული კამპანია აწარმოოს განახლებადი რესურსის გონივრულად ასათვისებლად.

- თვლით, რომ მთავრობას სწორი და საკმარისი პროპაგანდა აქვს ამ მიმართულებით?

ყოველთვის შეიძლება უკეთესი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ჩვენი მხრიდანაც".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები