საქმეთა გაჭიანურება სასამართლო სისტემაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება - რა იწვევს განხილვების გაჭიანურებას საერთო სასამართლოებში? - დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ ახალი კვლევა წარადგინა, რომლის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუ 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200 მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. „გამოიკვეთა, რომ მოსამართლეთა ნაკლებობა არ არის საქმეთა გაჭიანურების ერთადერთი ან გადამწყვეტი მიზეზი“, - ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წლებში სასამართლოს მენეჯმენტის ერთიანი სისტემის შექმნამ საქმეთა გაჭიანურების პრობლემის დაძლევის მიმართულებით წინსვლა ვერ გამოიწვია. გამოიკვეთა, რომ არ არსებობს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის ერთიანი პოლიტიკა და სისტემა, რომლის ფუნქცია გაჭიანურების თავიდან აცილებისთვის რეგულარულად ზომების მიღება უნდა იყოს. რამდენად მასშტაბურია პრობლემა სასამართლოებში?
სტუმარი: მაია ბაქრაძე - კვლევის ხელმძღვანელი, ყოფილი მოსამართლე;