გაჭიანურებული რეფორმა გაზის ბაზარზე - ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქართველოს გაზის სექტორში აღებული ვალდებულებების დიდი ნაწილი შესრულებული კვლავ არ აქვს. ჩამორჩენაა რეფორმის ისეთ მიმართულებებში როგორიცაა გაზის ბაზარზე ბირჟის ამოქმედება და ე.წ. ანბანდლინგის ვალდებულება. სემეკში კი აცხადებენ, რომ გაზის სექტორში ენერგოგაერთიანების ძირითადი ვალდებულებების შესრულება დაწყებულია და მათი ნაწილის შესრულება წლის ბოლომდეც მოესწრება