მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაჭიანურებული საბაჟო პროცედურები ზემო ლარსზე მძღოლებს დამატებით ხარჯებს აკისრებს - რა უნდა გაკეთდეს?

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ზემო ლარსის რუსეთის საბაჟოზე დოკუმენტების გაფორმების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება ქართველ მძღოლებს აიძულებს, ე.წ. შუამავლებს დამატებითი თანხა გადაუხადონ. საუბარია დაახლოებით 5000 რუბლზე, რაც 180 ლარის ფარგლებში მერყეობს. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს, რომ მძღოლები როგორც საზღვრის გადაკვეთას, ისე საბუთების გაფორმებას საათობით ელოდებიან.

რა სისტემით უნდა გადაიჭრას პრობლემა და რა ხდება ზემო ლარსის საბაჟოზე?

სტუმარი: პაატა ცაგარეიშვილი - სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები