მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაჩნდა ძალიან დიდი ჩიხი კერძო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებს შორის” - ია თაბაგარი

64662daf35528
ანუკა ჯოხაძე
21.05.23 16:41
1402
ტურიზმის სექტორმა ერთხმად უნდა მოითხოვოს ეროვნული ტურიზმის სტრატეგიის საბოლოოდ ჩამოყალიბება - ეს განცხადება ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელს ია თაბაგარს ეკუთვნის. როგორც თაბაგარი ამბობს, დღეს ტურიზმის ბიზნესი, მასპინძლობის ინდუსტრია და ტურიზმის მომსახურების სექტორი სრულიად დაუცველია.

“2015 წელს დაწერილი სტრატეგია რელევანტურია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წვდომა ძირითად, მთავარ დოკუმენტთან. არსებობს 20-გვერდიანი ზოგადი სტრატეგია, რომელიც ჩამოყალიბებულია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სტრატეგიაში ის არის, რითაც ის იწყება - ვინ არიან მოთამაშეები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ საქართველოს ტურიზმის ბედი. ამ შემთხვევაში ყველანი ვთანხმდებოდით, რომ ეს იყო სახელმწიფო, კერძო სექტორი, ეს იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამას მოჰყვებოდა საგანმანათლებლო ორგანიზაციები, თანამშრომლობა სხვადასხვა სამინისტროებთან, თუმცა ისე მოხდა, რომ ეს ფუნქციები დაიკარგა”, - ამბობს ტუროპერატორთა ასოციაციის თავჯდომარე ია თაბაგარი.

ია თაბაგარი განმარტავს, რომ 2015 წელს დაწერილი სტრატეგიით განსაზღვრული იყო ინდუსტრიაში ჩართული სუბიექტებისგან შემდგარი საბჭოს შექმნაც, რომელიც ფუნქციონირებდა, მაგრამ მისი აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. მისი თქმით, დღე სექტორში დასაქმებულებს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით სახელმწიფოსთან კომუნიკაცია ყველაზე მეტად სჭირდებათ.

“ვფიქრობ, რომ ახლა ასევე გაჩნდა ძალიან დიდი ჩიხი და ნაპრალი კერძო სექტორსა და სახელწმიფო უწყებებს შორის, რაც არის ძალიან სამწუხაროა. უამრავი წელია ამ სფეროში ვარ და ძალიან ბევრი მხარდაჭერა მიგვიღია ტურიზმის ადმინისტრაციისგან, ვთანამშრომლობდით.

ეს ნაპრალი იზრდება და ვერ ვხდებით რა იგეგმება. რატომ აღარ არის ახლო კავშირი, რატომ აღარ არის დისკუსიები. სტრატეგიაში პირველი, რაც მითითებული იყო სხვადასხვა ასოციაციაციების წარმოამდგენლებით კერძო სექტორთან სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა. ასეთი საბჭო არსებობდა და მისი აღდგენა არაერთხელ მოვითხოვეთ, მაგრამ არ აღუდგენიათ”, - აცხადებს ია თაბაგარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები