მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაცილებით მაღალი წარმოდგენა მქონდა "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებზე, ვიდრე - ოქუაშვილზე"

5c80f13909e98
ლევან თაღიაშვილი
07.03.19 14:22
1211
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა მიიღო ნაწილობრივ გროტესკული და სამარცხვინო სახე“.

ამის შესახებ მან tv “პირველზე“ „დღის ამბებში“ ჩართვისას „ხაზარაძის საქმის“ კომენტირებისას განაცხადა.
„მას შემდეგ რაც სებ-მა გააკეთა განცხადება და დააჯარიმა კიდეც „თიბისი ბანკი“ და მან მოახდინა შესაბამისი რეაგირება - გადაიხადა ჯარიმა, ასევე მისმა დამფუძნებლებმა დატოვეს სამეთვალყურეო საბჭო, მეგონა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო, ბანკის რეპუტაციას არაფერი ემუქრებოდა და მჯერა, რომ დღესაც არაფერი ემუქრება.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა მიიღო ნაწილობრივ გროტესკული და სამარცხვინო სახე. რატომღაც მე „ომეგასთან“ მოვახდინე ამ საქმის დაკავშირება. მე გაცილებით მაღალი წარმოდგენა მქონდა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებზე, ვიდრე - ბატონ ოქუაშვილზე“, - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ე.წ. „გახარიას წერილს“, მაჭავარიანმა თქვა, რომ „წერილთან დაკავშირებული თემა ცალკე განსახილველი თემაა და მისი შინაარსით ის კომიკურია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები