მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაცილებით მეტი დრო მექნება ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის და ჩემს სტუდენტებთან მეტი კომუნიკაციისთვის"

58344030a5143
BM.GE
22.11.16 16:54
1554
"გაცილებით მეტი დრო მექნება ჩემი საყვარელი საქმიანობისთვის და ჩემს სტუდენტებთან მეტი კომუნიკაციისთვის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა. ნოდარ ხადურს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ უწყებაში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა განაცხადა, რომ ის "ქართული ოცნების" მთავრობის წევრად რჩება.

"მე მინდა წარმატება ვუსურვო მთავრობის ახალ შემადგენლობას და განსაკუთრებით ახალ ფინანსთა მინისტრს. 4 წელი ვიყავი მინისტრი და მეც აბსოლუტად ვიზიარებ პრემიერის ხედვას, რომ საჭირო იყო ცვლილებები სამინისტროში.

მე ვარ გუნდის წევრი, ვარ პარტიის საბჭოს წევრი, მომავალი სამიქნობის შესახებ ისევ პრემიერი გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა ხადურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები