მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაადგილების შეზღუდვა დღეს 21 საათის ნაცვლად 23 საათიდან ამოქმედდება

608cee4a9291a
ელენე გოგბერაშვილი
01.05.21 19:08
4368
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გადაადგილების შეზღუდვა 1 მაისის 23:00 საათიდან ამოქმედდება და 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, სადღესასწაულო დღეებში შეიზღუდება სასაფლაოებზე გასვლა და ჩაიკეტება სასაფლაოებზე მისასვლელი გზები. საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის განცხადებით, საფლავებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება და ეს აკრძალვა გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. მისი თქმით, 4 მაისის შემდგომ დღეებში ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს და მოქალაქეებს საფლავზე გასვლა შეეძლებათ. 

როგორც ცნობილია, ქვეყანაში 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეები მოქმედებს. ამ პერიოდში ყველა დიდი ქალაქში არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორის გადაყვანებს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები