მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადაჭარბებული უსაფრთხოების ნორმების გამო, ბიზნესი ღია სასროლეთის მოწყობას ვერ ახერხებს"

5c88cb83d99e8
ელენე გოგბერაშვილი
13.03.19 13:15
2523
ბიზნესომბუდსმენი შსს-ს მიმართავს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის განცხადებით, მათ ერთ-ერთმა კომპანიამ მიმართა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ღია სასროლეთის მოწყობა სურს, თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია უსაფრთხოების ისეთი ნორმები, რომლის დაკმაყოფილების მიზნით, კომპანიას უწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ხარჯების გაწევა, რაც პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის სასროლეთის მოწყობას.

ბიზნესომბუდსმენი იზიარებს კომპანიის პოზიციას და მიაჩნია, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილება შეუსაბამოდ მკაცრ და შესაძლო საფრთხეებთან მიმართებით გადაჭარბებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგენს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში ფიქრობენ, რომ სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დღემდე არც ერთი ნებართვა არ არის გაცემული სასროლეთის მოწყობაზე, მიუხედავად საქართველოს ბაზარზე მოთხოვნის არსებობისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები