უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ განცხადება ვლადიმირ გროისმანმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც უკრაინის მთავრობის მეთაური განმარტავს, ის დაკავებულ პოზიციას ოთხშაბათს, 22 მაისს დატოვებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ცნობილი გახდა, პოსტი დატოვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმაც - სტეპან პოლტორაკიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე გამოაქვეყნა.
თანამდებობა დატოვა, ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა და მისმა გუნდმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ დღეს, კიევში საინაუგურაციო სიტყვის დროს უკრაინის მერვე მოწვევის პარლამენტის, რადას დათხოვნის შესახებ განაცხადა.

























