მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ახალი ინდური ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

580e1e986291d
BM.GE
24.10.16 18:44
1499
კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი, ინდური ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. პროგრამის ამოქმედებიდან 7 თვეში საქართველოში რიგით მეხუთე ფილმის გადაღება ხორციელდება.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 7 305 065 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდება.
ახალ მძაფრსიუჟეტიან მხატვრულ ფილმს - “პსვ გარუდა ვეგა”ამჟამად ინდური კომპანია იღებს, ხოლო გადასაღებ ლოკაციებად შეირჩა საქართველოს სხვადასხვა რეგიონები კერძოდ ბორჯომი, კახეთი, ჭიათურა, ბათუმი და თბილისი.

ფილმის გადაღებები 1 თვის განმავლობაში, კერძოდ 21 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოში 790 000 ლარი დაიხარჯება და გადაღებების პირველ ეტაპზე 20 მსახიობი დასაქმდება.

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 4 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს. პროგრამის ორგანიზატორების ინფორმაციით, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებაზე საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები