მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გადაიღე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ერთი ინდური ფილმის გადაღებები განხორციელდება

577d01d47825f
BM.GE
06.07.16 16:57
1156
"გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი, მეოთხე ახალი პროექტი განხორციელდება - ინდური ისტორიული დრამის გადაღებები საქართველოში 6 ივლისიდან დაიწყება.

პროგრამის "გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ინდური და ბერძნული საბრძოლო ხელოვნების ამსახველი კადრების გადაღებები დაგეგმილია საქართველოს მთიან რეგიონებში. ინდური ისტორიული დრამის კადრებში მაღალმთიანი ლოკაციები მოხვდება. ახალ პროექტში “Gautamiputra Satakarni” ჩართული იქნება 400-მდე მსახიობი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, ჯამში შემოვიდა 4 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 1 ფილმზე, 2 ფილმზე მიმდინარეობს გადაღებები, ხოლო კიდევ 1 ფილმი მალე დაიწყება.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამში 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამჟამად სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები