მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გადაიხადე ხელის გულით - მომავლის გამოცდილება თიბისისგან

ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ის, რაც გუშინ ფანტასტიკა გვეგონა, დღეს უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება. მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად შტატებში, ჩინეთში და სამხრეთ კორეაში, უკვე არსებობს პრაქტიკა, როდესაც საყიდლებზე წასულს არც საბანკო ბარათი გჭირდება, არც ტელეფონი და არც საფულე. ახლა კი ეს მომავლის გამოცდილება უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

თიბისიმ გადახდების ეკოსისტემაში სრულიად ინოვაციური პროდუქტი შემოიტანა, გადაიხადე ხელის გულით. შეგხვდებოდათ ვიდეოები და ქარდები სოციალურ არხებში. როგორც ამბობენ ტექნოლოგია ძალიან მარტივად და ამავდროულად გენიალურად მუშაობს: როგორც Face ID ცნობს ჩვენს სახეს, ისე PAL ტერმინალი კითხულობს ხელის გულის უნიკალურ ბიომეტრიულ მახასიათებლებს. ერთჯერადი, უმარტივესი რეგისტრაცია მობაილბანკით და გადახდისთვის მხოლოდ საკუთარი ხელიც საკმარისია. სიახლის გაშვებიდან სულ რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა გამოხმაურება და ინტერესი საკმაოდ მაღალია. ჰოდა ჩვენც იმისთვის ვართ რომ მეტი მოგიყვეთ.

როგორ გაჩნდა ეს იდეა, რატომ გადაწყდა ამ პრაქტიკის საქართველოში დანერგვა და როდის გამოჩნდება PAL ტერმინალები უფრო მასობრივად?

სტუმარი: დავით მესხიძე - თიბისის გადახდების ლიგის ლიდერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები